Saturday, December 10, 2011



1.პროექტის სახელწოდება:   ტრიგონომეტრია  ცხოვრებაში

2.პროექტის მთავარი იდეა: როგორ გავზომოთ მიუწვდომელი ტაძრის სიმაღლე სინუსების გამოყენებით.

3.პროექტის აქტუალობა:ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს, შეძლებენ მათ გამოყენებას საკმარისად დაშორებულ ობიექტამდე მანძილის საპოვნელად, მაღალი ობიექტის სიმაღლის დასადგენად და სხვა.

5.მონაწილეთა ასაკი:  X კლასის მოსწავლეები

6.ვადები– ხანგრძლივობა:  თებერვალი 2012წ. ორი დღე.

7.მოსალოდნელი შედეგები:  X.10. მოსწავლე პოულობს ობიექტთა ზომებს და ობიექტთა შორის მანძილებს.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო:Xკლ. მათემატიკა. ავტ.:გოგიშვოლი, ვეფხვაძე,მებონია,ქურჩიშვილი; სახაზავი;კუთხის საზომი ხელსაწყო "ციცინათელა";სიგრძისსაზომი ლენტი; ოთხნიშნა მათემატიკური ცხრილი.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):

1)მოსწავლეებს შევახსენებ ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს მართკუთხა სამკუთხედში; ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოთვლას ცხრილით ;

2)ჩვენი ამოცანაა როგორ გავზომოთ ტაძრის სიმაღლე სინუსების თეორემის გამოყენებით. თეორემა: სამკუთხედის გვერდები ამ გვერდების მოპირდაპირე კუთხეების სინუსების პრორპორციულია .მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, სხვადასხვა ჯგუფი დაასაბუთებს სინუსების თეორემას მართკუთხა, მახვილკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედებისთვის . თითოეული ჯგუფი გააკეთებს ნამუშევრის რეზენტაციას.

3)მოსწავლეები აირჩევენ რომელიმე  ტაძარს, გაზომავენ რაიმე მოხერხებულ ადგილას მანძილსორ წერტილს შორის ,პირველი წერტილიდან ხედვის კუთხეს , მეორე წერტილიდან ხედვის კუთხეს. კუთხეებს გაზომავენ ხელსაწყო "ციცინათელათი".   

4)სინუსების თეორემის გამოყენებით ორი სამკუთხედიდან შესაბამისი გამოთვლებით იპოვიან ტაძრის სიმაღლეს.                                                           

10.საგნებთან –საგნობრივ ჯგუფებთან–ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:X.10.მათემატიკა

11.პროექტის ხელმძღვანელი:  ნანა ბერია

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nnberia@gmail.com

13.პროექტის ვებ –გვერდი| ბლოგი:  nana-beria.blogspot.com